loader

სავალდებულო ტექდათვალიერება, სავარაუდოდ, დათქმულ ვადაში ვერ ამოქმედდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სავალდებულო ტექდათვალიერება, სავარაუდოდ, დათქმულ ვადაში ვერ ამოქმედდება

2018 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება უნდა ამოქმედდეს. ქვეყანაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისიანობაზე პერიოდული ტესტირების საკითხებში ეკონომიკის სამინისტროს კონსულტაციები შვეიცარიულმა "ეს-ჯი-ეს"-მა უნდა გაუწიოს, თუმცა სპეციალისტები აცხადებენ, რომ მთავრობის მიერ შერჩეული კომპანია ღიად არ მუშაობს, შედეგად კი ტექდათვალიერებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები არ საჯაროვდება.

დავით მესხიშვილის განცხადებით, ქვეყანაში ტექდათვალიერების ცენტრების გახსნა რამდენიმე უცხოელ ინვესტორს სურს, თუმცა მათ არსებული გაურკვეველი ვითარება აფერხებთ.