loader

წაღვერის ხანძარი რიცხვებში: ვერტმფრენებმა გუშინ 166 გაფრენა განახორციელეს და ხანძრის კერებს 913 ტონა წყალი დაასხეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წაღვერის ხანძარი რიცხვებში: ვერტმფრენებმა გუშინ 166 გაფრენა განახორციელეს და ხანძრის კერებს 913 ტონა წყალი დაასხეს

ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერის მახლობლად, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის უმოკლეს დროში ლიკვიდირების მიზნით შექმნილმა საგანგებო შტაბმა თათბირი გამართა და გუშინდელი დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა. შტაბის წევრებმა, ადგილზე არსებული ვითარების შეფასების შედეგად, დაუყოვნებლივ განსახორციელებელი ღონისძიებების კონკრეტული გეგმა დასახეს.

შტაბის ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში, უშუალოდ ცეცხლის კერებთან, ინტენსიურად მუშაობდა ცოცხალი ძალა და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. სხვადასხვა მიმართულებით გაიჭრა გზა, რომლის მეშვეობითაც მოხდა მიუვალ ადგილებში, ცეცხლის კერებამდე ავტოტექნიკის შეყვანა. ცოცხალ ძალასთან და მძიმე ტექნიკასთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა 3 საჰაერო ტექნიკა. ვერტმფრენებმა გუშინ 166 გაფრენა განახორციელეს და ხანძრის კერებს 913 ტონა წყალი დაასხეს.