loader

პირდაპირი ეთერი შარტავას ქუჩიდან, სადაც მამაკაცის ცხედარი იპოვეს - გარდაცვლილი, სავარაუდოდ, ძალოვანია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირდაპირი ეთერი შარტავას ქუჩიდან, სადაც მამაკაცის ცხედარი იპოვეს - გარდაცვლილი, სავარაუდოდ, ძალოვანია

საბურთალოს რაიონში, შარტავას ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი ძალოვანი უწყების თანამშრომელია და მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გარდაცვლილი ძალოვანი უწყების წარმომადგენელია, შს სამინისტროში განმარტავენ, რომ ის პოლიციელი არ არის. სხვა დეტალებზე შსს-ში არ საუბრობენ.
შემთხვევა შარტავას ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.