loader

პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელიც შარტავაზე დაჭრილი იპოვეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელიც შარტავაზე დაჭრილი იპოვეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა

შარტავას ქუჩაზე დაჭრილი შსს-ს მომსახურების სააგენტოს მაღალჩინოსანი ზურაბ ტაკიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაცია პალიტრავიდეოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. ტაკიძე საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ, მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. მას ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა და ამ დროის განმავლობაში აპარატზე იყო მიერთებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციის ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი ზურაბ ტაკიძე 25 სექტემბერს საკუთარი სახლის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მეზობელმა იპოვა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამარათლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.