loader

დააკავეს სამი ახალგაზრდა, რომლებმაც რუსთაველის გამზირზე ოთხი პირი დაჭრეს - აყვანილი ეჭვმიტანილების ასაკი 18-დან 22 წლამდეა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დააკავეს სამი ახალგაზრდა, რომლებმაც რუსთაველის გამზირზე ოთხი პირი დაჭრეს - აყვანილი ეჭვმიტანილების ასაკი 18-დან 22 წლამდეა

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რუსთაველის გამზირე მომხდარი დაჭრის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით აყვანილი ახალგაზრდების ასაკი 18-დან 22 წლამდეა.

გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ღამით, ურთიერთშელაპარაკებისას, მათთვის უცნობი ოთხი მოქალაქე ცივი იარაღით დაჭრეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაჭრილი პირები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სხვადასხვა სტაციონარში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. სამართალდამცველებმა სამივე ეჭვმიტანილი მომხდარიდან 5 წუთში, გრიბოედოვის ქუჩაზე დააკავეს.