loader

უკრაინაში, საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის გამო, 28 ათასი ადამიანია ევაკუირებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინაში, საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის გამო, 28 ათასი ადამიანია ევაკუირებული

უკრაინის ვინიცის ოლქის სოფელ კალინოვკიდან და მიმდებარე სოფლებიდან სამხედრო საწყობებში საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის გამო 28 ათასი ადამიანია ევაკუირებული, - ამის შესახებ ეროვნული პოლიციის პრესსამსახურზე დაყრდნობით "უკრაინსკაია პრავდა" წერს.

"უკრაინის პოლიცია, ეროვნული გვარდიისა და შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები სოფელ კალინოვკისა და მიმდებარე სოფლების ევაკუაციას ახორციელებენ. ბოლო მონაცემებით, ევაკუირებულთა რიცხვმა 28 ათასს მიაღწია", - ნათქვამია განცხადებაში.

პოლიციაში აღნიშნავენ, რომ დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ შესულა.