loader

რა საფრთხეებზე საუბრობენ ბათუმელები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა საფრთხეებზე საუბრობენ ბათუმელები

საპროტესტო აქცია ბათუმში - ფრიდონ ხალვაშისა და ოპიზრების ქუჩების მცხოვრებლებმა გზა გადაკეტეს. მათი განცხადებით, სატვირთო ავტომანქანების მოძრაობით საფრთხე უფროსებსაც და ბავშვებსაც ექმნებათ. უსაფრთხოებასთან ერთად დაბინძურებულია გარემოც. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მტვრის გამო ხანდახან მომავალი მანქანის დანახვაც კი შეუძლებელია.

აქციაში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ე.წ. ოცნების ქალაქის ბინადრებიც მონაწილეობდნენ. თვითნებურად შეჭრილთა დასახლება სწორედ ამ ქუჩების მეზობლად მდებარეობს. აქციის მონაწილეები ბათუმის მერიისგან პრობლემის დროულად მოგვარებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.