loader

ურეკში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ურეკში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა

წუხელ დაბა ურეკში, ძლიერი წვიმის შედეგად, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა, - ამის შესახებ ოზურგეთის გამგეობის პრესსამსახურში განაცხადეს. მათივე ცნობით, უხვი ნალექის გამო წერეთლის ქუჩაზე ორი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიტბორა, ხოლო მესხის ქუჩაზე - 4. ადგილზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ყაზაიშვილი იმყოფებოდა.

მობილიზებული იყო სასწრაფო და სამაშველო სამსახურები. ურეკს ელექტროენერგია მიეწოდებოდა უწყვეტ რეჟიმში. ძლიერ წვიმას სხვა სოფლებში პრობლემები არ შეუქმნია. ზარალი უმნიშვნელოა. გურიაში ძლიერი წვიმა გუშინ საღამოს საათებში დაიწყო და რამდენიმე საათის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა.