loader

თურქული მედია 3 ქართველი მოქალაქის დაკავების კადრებს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თურქული მედია 3 ქართველი მოქალაქის დაკავების კადრებს ავრცელებს

თურქეთის პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. თურქულ მედიაში დაკავების ამსახველი ვიდეომასალაც გავრცელდა.
ბრალდების მიხედვით, მამაკაცები ქუჩაში მიმავალ ქალს თავს დაესხნენ და მობილური ტელეფონის წართმევა სცადეს.
დაზარალებულმა მომხდარი ინციდენტის შესახებ სამართალდამცველებს დაუყოვნებლივ შეატყობინა. გამომძიებლებმა ეჭვმიტანილები სათვალთვალო კამერების ჩანაწერების შესწავლის შედეგად დააკავეს.
დაზარალებულმა დაკავებულები ამოიცნო.