loader

სოფელ კუმურდოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოფელ კუმურდოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

სოფელ კუმურდოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი სიტუაცია სოფელ კუმურდოში განმუხტულია. მათი ინფორმაციით ახალქალაქის რაიონის სოფელ კუმურდოში, ადგილობრივი მოსახლეობის ჯგუფმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე შეჭრა სცადა. ადგილზე მისულ პოლიციას კი ქვები დაუშინეს.

შემთხვევის შედეგად, დაშავდნენ პოლიციელები, ასევე დაზიანდა შსს-ს ბალანსზე რიცხული რამდენიმე ავტომანქანა. შექმნილი ვითარებიდან უმოკლეს დროში ადგილზე ჩავიდა შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. იგი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია.