დღეიდან საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს
დღეიდან საქართველოს მასშტაბით ტემპერატურა იმატებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის ინფორმაციით, 6 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 23-28 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში – 16-21 გრადუსი; თბილისში – 17 გრადუსი.