loader

ახალი მეტროსადგური "უნივერსიტეტი" ორშაბათს გაიხსნება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი მეტროსადგური "უნივერსიტეტი" ორშაბათს გაიხსნება

ახალი მეტროსადგური "უნივერსიტეტი" ორშაბათს გაიხსნება - 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა უკვე დასრულდა. სპეციალისტების გათვლებით, ახალი სადგური საბურთალოს რაიონში მიწის ზედა სატრანსპორტო ნაკადებს განტვირთავს და დღეში 15 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურება. სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც 20 წელზე მეტხანს შეჩერებული იყო, 2015 წლის გაზაფხულზე განახლდა.მშენებლობა, რომელიც 84 მლნლარი დაჯდა, აზიის განვითარების ბანკმა დააფინანსა.

სამშენებლო სამუშაოები ესპანურმა კომპანიამ შეასრულა. ახალი მეტროსადგურის მშენებლობაზე, სხვადასხვა პერიოდში 2000-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული. თბილისის პირველი მეტროსადგური 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა. მეტროსადგურების ხაზების საერთო სიგრძე 29 კმ-ია.