loader

ირაკლი ალასანია 25 წლის შემდეგ აფხაზეთიდან გადმოსვენებული მამის დაკრძალვაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ალასანია 25 წლის შემდეგ აფხაზეთიდან გადმოსვენებული მამის დაკრძალვაზე

საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია სამხედრო პატივით ნარიყალაზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალეს. შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი.

უშიშროების პოლკოვნიკის დაკრძალვას ოჯახის წევრებსა და ახლობლებთან ერთად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე დაესწრო. მანამდე კი მამია ალასანიას და აფხაზეთიდან თბილისში გადმოსვენებული სხვა 24 პირის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა.

1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტების მიერ დახვრეტილთა საფლავები ამ დრომდე უცნობი იყო. 17 ოქტომბერს, გარდაცვალებიდან 24 წლის შემდეგ, კი გმირები სამხედრო პატივით დაკრძალეს.



ავტორი: სალომე კვარაცხელია