loader

ვითარება კიევში - აქციის მონაწილეებმა 65 კარავი გაშალეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვითარება კიევში - აქციის მონაწილეებმა 65 კარავი გაშალეს

უკრაინის პარლამენტის წინ, დილის მდგომარეობით, დაახლოებით 200 მომიტინგე იმყოფება. ამის შესახებ "ტვიტერის" პირად გვერდზე უკრაინის შს სამინისტროს წარმომადგენელმა არტიომ შევჩენკომ დაწერა.

გუშინ, კიევში უკრაინის პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ისინი დეპუტატების ხელშეუხებლობის გაუქმებას, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას და ასევე ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას ითხოვდნენ.

უკრაინის პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა 65 კარავი გაშალეს.