loader

თამაზ მეჭიაური "ქართული ოცნების" კანდიდატს უსწრებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თამაზ მეჭიაური "ქართული ოცნების" კანდიდატს უსწრებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თიანეთში "თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის" მერობის კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა ამომრჩევეთა ხმების 54,44 % მიიღო.

ამ დროის მონაცემებით, თიანეთში 20 უბნიდან 17-ია დათვლილი. წინასწარი შედეგებით, მეორე ადგილზეა "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი, რომელსაც მხარი ამომრჩეველთა 45,56% დაუჭირა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ოპოზიციური პარტიის მერობის კანდიდატი პირველივე ტურში ლიდერობს.

როგორც ცნობილია, მერის მანდატის პირველივე ტურში მოსაპოვებლად კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს.