loader

საშინელი საცობი ორთაჭალის გვირაბში - მგზავრებმა მანქანები მიატოვეს და ფეხით მიდიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საშინელი საცობი ორთაჭალის გვირაბში - მგზავრებმა მანქანები მიატოვეს და ფეხით მიდიან

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორთაჭალაში მდებარე გვირაბში დიდი საცობია. მგზავრები 15-20 წუთის განმავლობაში დგანან და ადგილიდან ვერ იძვრიან. როგორც თვითმხილველები წერენ, ავტომობილების გამონაბოლქვის გამო გაუსაძლისი მდგომარეობაა შექმნილი. ზოგიერთმა მგზავრმა მანქანა მიატოვა და გზა ფეხით განაგრძო.

სავარაუდოდ, საცობი თბილისში მიმდინარე მარათონს უკავშირდება, რომელიც თბილისის ცენტრალურ უბნებს მოიცავს.

კადრებს სოციალურ ქსელში ირაკლი ავლოხაშვილი ავრცელებს.

ასევე იხილეთ: რუსთაველი გადაკეტილია - რა ხდება დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე?