loader

ყველა უბნის მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში 51,13%-ით პირველ ადგილზე კახა კალაძე გავიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყველა უბნის მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში 51,13%-ით პირველ ადგილზე კახა კალაძე გავიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში 51,13%-ით "ქართული ოცნების" კანდიდატი კახა კალაძე - პირველ ადგილზე, 17,49%-ით კი მეორე ადგილზე დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი გავიდა. ცესკომ 737-ვე უბნის მონაცემების დათვლა უკვე დაასრულა. დედაქალაქის მერის არჩევნებში კანდიდატთა ხმები შემდეგნაირად ნაწილდება: ელენე ხოშტარია - 7,12%; კახა კუკავა -1,26%; ზაალ უდუმაშვილი - 16,53%; ირმა ინაშვილი - 3,02%; გიორგი გუგავა - 0,96%; დავით შუკაკიძე - 0,05%; გიორგი ლილუაშვილი - 0,09%; ნიკოლოზ სანებლიძე - 0,05%; თენგიზ შერგელაშვილი - 0,25%; გიორგი ვაშაძე - 1,95%; ლაშა სტურუა - 0,1%; კახა კალაძე - 51,13%; ალექსანდრე ელისაშვილი - 17,49%.