loader

ბელგრადში, ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე "ფორდის" მარკის ავტომობილი ხალხში შევარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბელგრადში, ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე "ფორდის" მარკის ავტომობილი ხალხში შევარდა

ბელგრადში, ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე "ფორდის" მარკის ავტომობილი ხალხში შევარდა. მანქანა ქუჩის საფეხმავლო ნაწილზე გადავიდა და რამდენიმე კაფეს დაეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივი ტელევიზიის ინფორმაციით, ინციდენტი დილით მოხდა.

ავტომობილის მძღოლი სავარაუდოდ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მას ახალგაზრდების ჯგუფმა სცემა, რის შემდეგაც მამაკაცმა ავტომობილი ახალგაზრდების მიმართულებით წაიყვანა. შემთხვევის შედეგად 21 წლის ქალი და ავტომობილის მძღოლი დაშავდნენ.

სერბეთის შს მინისტრის ნებოიშა სტეფანოვიჩის თქმით, შემთხვევა ტერორიზმს არ უკავშირდება.