loader

უახლესი ინფორმაცია ქედაში სამარშრუტო ტაქსიდან გადმოვარდნილი ბავშვების შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უახლესი ინფორმაცია ქედაში სამარშრუტო ტაქსიდან გადმოვარდნილი ბავშვების შესახებ

ქედაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ექსკურსიაზე მყოფი ექვსი არასრულწლოვანი დაშავდა. ხულოდან, სხალთიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანის კარი შემთხვევით გაიღო, რის გამოც ბავშვები გზის სავალ ნაწილზე გადაცვივდნენ. ავტომანქანაში ბათუმის მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ. შემთხვევა ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ გობრონეთთან მოხდა. პირველადი სამედიცინო დახმარება მოზარდებს ქედის სამედიცინო ცენტრში გაუწიეს. მოგვიანებით კი ბავშვები ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, საშუალო სიმძიმისაა ერთი მოზარდის მდგომარეობა - მას გვიან ღამით თავის არეში ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება კიდევ ორი მოზარდი.