loader

ზუგდიდის გამგებლის მოადგილე ავტოავარიას ემსხვერპლა - არიან დაშავებულებიც - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზუგდიდის გამგებლის მოადგილე ავტოავარიას ემსხვერპლა - არიან დაშავებულებიც

ზუგდიდი-ცაიშის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი მძიმედ დაშავდა. გარდაცვლილია ზუგდიდის გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანი.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ერთმანეთს "მიცუბიშისა"და "ფოლკსვაგენის" მარკის ავტომობილები შეეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაჰყავთ.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. მომხდარზე შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.