loader

სასამართლომ ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე ბრალდებულ კიდევ ერთ პირს 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასამართლომ ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე ბრალდებულ კიდევ ერთ პირს 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე კიდევ ერთ პირს თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, საქმე ეხება დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრლადებულს, რომელსაც 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდებული ლუკა ჩ.-ს მიმართ და მას სასჯელის სახედ 7 წლით თავისუფლების აღვეთა განუსაზღვრა.