loader

გიორგი გაბედავას დაკავების კადრები: "ასეთი შს მინისტრი ნა..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი გაბედავას დაკავების კადრები: "ასეთი შს მინისტრი ნა..."

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გამართულ აქციაზე ერთ-ერთი ორგანიზატორი, უფლებადამცველი გიორგი გაბედავა დააკავეს.

გიორგი გაბედავას ეკავა პლაკატი, რომელზეც მინისტრის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადება ეწერა. სამართალდამცველებმა მას პლაკატის შენახვა მოსთხოვეს. გაბედავამ სამართალდამცავებს სთხოვა განმარტება, თუ რის საფუძველზე ითხოვდნენ მისგან პლაკატის შენახვას, რა დროსაც ის პოლიციელებმა დააკავეს.

თავდაპირველად გიორგი გაბედავას შს სამინისტროს შენობასთან მიტანილი ჰქონდა საბურავები, რომლის დაწვასაც აპირებდა, თუმცა, როგორც გაბედავამ "პალიტრანიუსს" განუცხადა, სამართალდამცავებმა მას საბურავები წაართვეს.

აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, რომ შსს-მ გაასაჯაროოს 25 ოქტომბერს, ნუცუბიძის ფერდობზე გარდაცვლილ პაატა პავლიაშვილის დაკავების სრული ვიდეოჩანაწერი, რომელიც შს სამინისტროს არქივშია შენახული. ასევე, ითხოვდნენ შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის გადადგომას.