loader

რა გახდა კოსტავას ქუჩაზე სავალუტო ჯიხურში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა გახდა კოსტავას ქუჩაზე სავალუტო ჯიხურში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი?

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. რამ გამოიწვია გოგონას გარდაცვალება ჯერჯერობით უცნობია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, ცხედარს გარეგნული დათვალიერებით ძალადობის ნიშნები არ აღნიშნება. უწყების განმარტებით, დანიშნულია ექსპერტიზა, რომელიც გარდაცვალების მიზეზს დაადგენს.

ავტორი: ნიკა საჯაია