loader

პროსტიტუცია თურქულ ბარში - პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროსტიტუცია თურქულ ბარში - პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ახალციხეში, 1958 წელს დაბადებული მ.ი. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ამხილეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული დროებით მფლობელობაში არსებულ თურქულ ბარში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, მოქალაქეებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდა.
სამართალდამცველებმა ბარში მომუშავე პერსონალი მოწმის სახით დაკითხეს. გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით მიმდინარეობს.