loader

სტუმრად პატრიარქთან - კახა კალაძე ოჯახით უწმინდესმა დალოცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სტუმრად პატრიარქთან - კახა კალაძე ოჯახით უწმინდესმა დალოცა

თბილისის მერი კახა კალაძე, მეუღლესთან და შვილებთან ერთად, დღეს უწმინდესსა და უნეტარეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრა.

"ქართული ოცნების" პრესსამსახურის ინფორმაციით, უწმინდესმა კახა კალაძე და მისი ოჯახის წევრები დალოცა, ქალაქის მერს არჩევნებში გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და ახალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

კახა კალაძემ საქართველოს პატრიარქს თბილისის განვითარებასთან დაკავშირებით დაგეგმილი პროექტები გააცნო. შეხვედრის დასასრულს პატრიარქმა ახალარჩეულ მერს საჩუქრად წმინდა ნიკოლოზისა და წმინდა სპირიდონის ხატი გადასცა.