loader

პირდაპირი კადრები ოზურგეთიდან, სადაც დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერები ქუჩაში გამოვიდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირდაპირი კადრები ოზურგეთიდან, სადაც დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერები ქუჩაში გამოვიდნენ

ოზურგეთში საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კოტე შარაშენიძის მხარდამჭერები მსვლელობას მართავენ, შეძახილებით "არ დავუშვებთ გაყალბებას".

მსვლელობაში მონაწილეობს თავად მერობის კანდიდატი შარაშენიძე, რომელიც ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მათი მოთხოვნაა ხმების ობიექტურად დათვლა. მისივე განცხადებით, მმართველი გუნდი მაქსიმალურად ცდილობს, რომ სიორიძე გახდეს ქალაქის მერი, თუმცა არ დაუშვებენ მის გამარჯვებას და იქამდე იქნებიან შეკრებილი საარჩევნო კომისიის შენობასთან, ვიდრე ხმების საბოლოო დათვლა არ მოხდება.

ოზურგეთის საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი და პარალელურად ოლქში ოქმების ჩაბარება მიმდინარეობს.

ავტორი: მარიკო კეკელიძე

ასევე იხილეთ: შეხლა-შემოხლა ოზურგეთში - შარაშენიძის მომხრეებმა "ქართული ოცნების" მხარდამჭერების მანქანას გზა გადაუკეტეს