loader

უბედური შემთხვევა ქუთაისში: სამორინეში 40 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უბედური შემთხვევა ქუთაისში: სამორინეში 40 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა

ქუთაისში, ერთ-ერთ სამორინეში 40 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. დაწესებულებაში განმარტავენ, რომ მამაკაცი შეუძლოდ თამაშის დროს გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ "რუსთავი 2" ავრცელებს.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, მედიკოსებს პაციენტი ადგილზე უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

სამორინეში გვიან ღამემდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.