loader

მეტეხის ხიდზე 100 000 ქართველი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო ღონისძიება მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეტეხის ხიდზე 100 000 ქართველი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო ღონისძიება მიმდინარეობს

წმინდა 100 000 ქართველი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით მეტეხის ხიდზე სადღესასწაულო ღონისძიება მიმდინარეობს. მეტეხის ხიდზე სხვადასხვა ტაძრის მრევლი და სასულიერო პირები არიან შეკრებილები. ისინი მეტეხის ხიდზე ხატებით, ყვავილებით მიდიან.

მეტეხის ხიდზე მიაბრძანეს ანჩისხატის სალიტანიო ხატი. რამდენიმე წუთში მეტეხის ხიდზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე პარაკლისს გადაიხდის. მსახურების ბოლოს კი, პატრიარქი სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად მტკვარში ყვავილებს ჩაუშვებს, რითაც მოწამეებს პატივს მიაგებენ.

ყოველი წლის 13 ნოემბერს, მართლმადიდებლური სამყარო 100 000 მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. საუკუნეების წინ 100 000 ქართველი სწორედ ამ დღეს შეეწირა წმინდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას.