loader

სპეცოპერაციისას ტერორიზმში ბრალდებული ერთი პირი დააკავეს - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სპეცოპერაციისას ტერორიზმში ბრალდებული ერთი პირი დააკავეს - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად ერთ პირი დააკავეს. უწყების ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ტერორიზმში ეჭვმიტანილი სხვა პირების დაკავება.

სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული პირები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და ისინი არიან ტერორისტული ორგანიზაციის წევრები.

"სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი, ხოლო დანარჩენი პირების დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერაცია. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და არიან ტერორისტული ორგანიზაციის წევრები.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი, საწყის ეტაპზე აწარმოებდა მოლაპარაკებას მათთან სამართალდამცველებისთვის ჩაბარებაზე რაზეც მათ უარი განაცხადეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს.

სროლის შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერატიული სამსახურის თანამშრომელი დაიჭრა.