loader

ლიკვიდირებულია 3 და დაკავებულია 1 ადამიანი - ბოლო ინფორმაცია სპეცოპერაციის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლიკვიდირებულია 3 და დაკავებულია 1 ადამიანი - ბოლო ინფორმაცია სპეცოპერაციის შესახებ

გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი, ლიკვიდირებულია - 3. ამის შესახებ სუს-ში გამართლ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე, სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა განაცხადა.

ნინო გიორგობიანის განცხადებით, გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპულია ერთი და დაჭრილია 4 სამართალდამცველი.

მისივე ინფორმაციით, დაჭრილთაგან ორი სუს-ის, ორი კი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია.

მან სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულის ოჯახს.

აქვე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მადლობა გადაუხადა ყველა თანამშრომელს, სპეცრაზმელს, პოლიციელს და რიგით მოქალაქეებს.