loader

სპეცოპერაციის ადგილზე სამართალდამცავები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, ცოტა ხნის წინ ადგილზე სპეცრაზმი შეიყვანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სპეცოპერაციის ადგილზე სამართალდამცავები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, ცოტა ხნის წინ ადგილზე სპეცრაზმი შეიყვანეს

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც გუშინ სპეცოპერაცია ჩატარდა, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ექსპერტ-კრიმინალისტები და ძალოვანი უწყებების სხვა წარმომადგენლები ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან. ცოტა ხნის წინ ადგილზე სპეცრაზმიც შეიყვანეს.

ამ დროისთვის საცხოვრებელი კორპუსი მოსახლეობისაგან კვლავ დაცლილია. მაცხოვრებლებს სახლებში ჯერ არ უშვებენ.

კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა ევაკუატორით რამდენიმე დაზიანებული მანქანა გაიყვანეს.


ავტორი: ლექსო ნაბახტეველი