loader

როგორია სპეცოპერაციისას დაჭრილი სპეცრაზმელების მდგომარეობა? - დაშავებულები შს მინისტრის მოადგილემ მოინახულა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორია სპეცოპერაციისას დაჭრილი სპეცრაზმელების მდგომარეობა? - დაშავებულები შს მინისტრის მოადგილემ მოინახულა

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე კახაბერ საბანაძემ 22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქალაქ თბილისის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლები თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დაჭრილი მებრძოლების ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად გაეცნო. კახაბერ საბანაძემ განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა სპეცოპერაციის დროს გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის.