loader

სკოლებში უსაფრთხოების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სკოლებში უსაფრთხოების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება

სკოლებში უსაფრთხოების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება, - ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას ეხება. ხორავას ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით, გუშინ ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც დანაშაულის პრევენციის კონკრეტულ გეგმას შეიმუშავებს და პროცესს სრულ კოორდინაციას გაუწევს.