loader

"ანთებული სიგარეტი სახეში ესროლა" - მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე შემთხვევის დეტალებს იხსენებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ანთებული სიგარეტი სახეში ესროლა" - მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე შემთხვევის დეტალებს იხსენებს

ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე ტრაგიკული შემთხვევის დეტალებს ჰყვება. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველმა განუცხადა, ინციდენტი 51-ე სკოლის საპირფარეშოში სათამაშო თოფს უკავშირდება - ერთ-ერთმა მოზარდმა მეორეს სწორედ სათამაშო თოფიდან ესროლა.

დაძაბულმა საუბარმა მოგვიანებით სკოლის გარეთ გადაინაცვლა, სადაც ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, სხვა სკოლის მოსწავლეებიც ჩაერთვნენ. საუბრის შემდეგ კონფლიქტი ამოიწურა და ბავშვები შერიგდნენ, თუმცა შემდეგ უკვე ახალი დაპირისპირება წარმოიშვა ერთ-ერთი ბავშვის გამო, რომელიც ინციდენტში მონაწილე მეორე მოზარდს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ანთებული სიგარეტი სახეში ესროლა.