loader

როგორ გამოიყურება კორპუსი, სადაც ძლიერი აფეთქება მოხდა - ბოლო ინფორმაცია ბათუმიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება კორპუსი, სადაც ძლიერი აფეთქება მოხდა - ბოლო ინფორმაცია ბათუმიდან

ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე, სადაც სავარაუდოდ ბუნებრივი აირი აფეთქდა, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე იმყოფება.

როგორც კომახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო ერთი ქალბატონის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

ლაშა კომახიძე აცხადებს, რომ დაზარალებული ოჯახების შესწავლას მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ამ წუთებში ახორციელებენ. ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

მისი თქმით, დაზარალებულ ოჯახებს ბათუმის მერია დროებით ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაიყვანს.

ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაახლოებით 9 ოჯახი დაზარალდა, ხუთი ადამიანი კი დაშავდა.

ავტორი: მარიკო კეკელიძე

ასევე იხილეთ: აჭარის პოლიციის უფროსის მოადგილე ბათუმში აფეთქების მიზეზებზე

რა მდგომარეობაში არიან ბათუმში კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებულები? - კლინიკის დირექტორის პირველი კომენტარი