აჭარის პოლიციის უფროსის მოადგილე ბათუმში აფეთქების მიზეზებზე
ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე ბუნებრივი აირი აფეთქდა, - ამის შესახებ აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გიორგი მესხმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაზის მოხმარების წესების დარღვევას გულისხმობს.
გიორგი მესხის ინფორმაციით, დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, დაახლოებით 9 ოჯახი დაზარალდა.
ავტორი: მარიკო კეკელიძე
ასევე იხილეთ: როგორ გამოიყურება კორპუსი, სადაც ძლიერი აფეთქება მოხდა - ბოლო ინფორმაცია ბათუმიდან
რა მდგომარეობაში არიან ბათუმში კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებულები? - კლინიკის დირექტორის პირველი კომენტარი