X
"ამოწყდა ოჯახი, ამ კვირაში მამის ორმოცი ჰქონდათ" - ახალი დეტალები გორში გარდაცვლილი დედა-შვილის საქმეში
10:06 / 12-12-2017
შოთო სიხარულიძე "ფეისბუკზე" სტატუსს აქვეყნებს: "ამოწყდა ფაქტიურად, ოჯახი, ამ კვირაში მამის ორმოცი ჰქონდა მარის. ეს რა უბედურება ხდებაა, ღმერთო ჩემოო. "შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. სიტყვები უძლურია, საშინელება მოხდა..." გორში დედა-შვილი გარდაიცვალა. გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ორი ქალის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ისინი გაზის გაჟონვით გაიგუდნენ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მათ საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირი არ არის შეყვანილი. როგორც გარდაცვლილების ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა განაცხადა, სიკვდილის გამომწვევი სავარაუდო მიზეზი შესაძლოა საკვებით ინტოქსიკაცია გამხდარიყო. გარდაცვლილების ახლობლების მტკიცებით, ცხედრებს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებათ. შემთხვევის ადგილზე მივიდა გორის მერი. კოტე თავზარაშვილმა გარდაცვლილების ოჯახის ახლობლებს მიუსამძიმრა. ,,რომ შევედი, ოჯახში ასეთი სიტუაცია დამხვდა: სახლში გაზი არ აქვთ შეყვანილი, გარდაცვლილებს არც რაიმე ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდათ. სამწუხაროდ, ვერაფერს ამბობენ გარდაცვლილის მეზობლები და ახლობლები. ასე რომ, დაველოდოთ, რას დაადგენს გამოძიება", – განაცხადა გორის მერმა.
შეგახსენებთ, გორში, ჭალის დასახლებაში დედა-შვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი დღეს ნახეს. 24 და 54 წლის ქალების სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს ექსპერტიზა სწავლობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
"ამ კაცმა გვესროლა იარაღი!" - რა მოჰყვა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს
სტეფანეს ახალი კლიპი, რომელსაც სკანდალი მოჰყვა - რაში ამხელენ მომღერალს
მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც თბილისში ორშაბათიდან ამოქმედდება - გიორგი გახარია
პატარძლისა და მამამისის ცეკვა ქორწილში - ვიდეო, რომელსაც მილიონობით მნახველი ჰყავს, ნამდვილად გაგამხიარულებთ
როგორ ელოდებოდა ჰარი საცოლეს - ემოციური კადრები ქორწილიდან   
"სად არის ჩემი ლიფი, ეს წარმოუდგენელია" - რა მოხდა ამერიკულ "ნიჭიერში"?