loader

რუსთავში, ხანძარს 3 ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთავში, ხანძარს 3 ადამიანი ემსხვერპლა

რუსთავში, მეგობრობის გამზირის მეორე გასასვლელის #3 საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, აღნიშნული კორპუსის მე-5 სადარბაზოში, პირველ სართულზე, ერთოთახიან ბინაში მცხოვრები 48 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, კორპუსის მე-4 და მე-5 სართულებზე მცხოვრები 57 წლის მამაკაცი და 30 წლის ქალი კი კვამლით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალნენ.

30 წლის ქალი კლინიკა ,,რუსთავში“ გადაიყვანეს, თუმცა ის მალევე გარდაიცვალა. კლინიკაში მიიყვანეს კიდევ ერთი ქალი, რომელიც მეზობლების ინფორმაციით, ხანძრის დროს ფანჯრიდან გადმოხტა და ფეხი მოიტეხა.

კვამლით ინტოქსიკაციით წუხელ, გვიან ღამით, რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს სამი მცირეწლოვანი ბავშვი. ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ამ დროისთვის სახლში იმყოფებიან.

წინასწარი ინფორმაციით, მე-4 და მე-5 სართულებზე მცხოვრები მამაკაცისა და ქალის გარდაცვალების მიზეზი პირველი სართულის სავენტილაციო მილიდან ზედა სართულებზე ასული კვამლი გახდა.

ხანძრის ლიკვიდაციას ოთხი ხანძარსაწინააღმდეგო ბრიგადა აწარმოებდა. მეხანძრე-მაშველებმა და საპატრულო პოლიციამ ძლიერი დაკვამლიანების გამო სადარბაზოში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა.
უსაფრთხოების მიზნით საცხოვრებელ კორპუსში ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი გათიშეს.