loader

რა ხდება ციციშვილის კლინიკაში, სადაც 11 წლის ბავშვი გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ციციშვილის კლინიკაში, სადაც 11 წლის ბავშვი გარდაიცვალა

არსებული ინფორმაციით, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში 11 წლის ბავშვი გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ბავშვის გარდაცვალების მიზეზად ფილტვების ანთება სახელდება.
არაოფიციალური ცნობით, 11 წლის მოზარდი კლინიკაში 10 დღის განმავლობაში იყო მოთავსებული და მკურნალობას პალატაში გადიოდა.
„ინტერპრესნიუსი“ ინფორმაციის გადამოწმებას და დეტალების გარკვევას, როგორც უშუალოდ აღნიშნულ კლინიკაში, ისე ჯანდაცვის სამინისტროში ცდილობს.