loader

"ჭრილობა აქვს გულ-მკერდის არეში" - ექიმის კომენტარი "თავისუფლების მოედანთან" დაჭრილი მოზარდის მდგომარეობაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჭრილობა აქვს გულ-მკერდის არეში" - ექიმის კომენტარი "თავისუფლების მოედანთან" დაჭრილი მოზარდის მდგომარეობაზე

თბილისში, მეტროს სადგურ "თავისუფლების მოედანთან" დაჭრილ მოზარდს ოპერაცია უტარდება. როგორც ინგოროყვას კლინიკის ექიმმა კონსტანტინე მუმლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოზარდს ჰემორაგიული შოკი აქვს და მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება.

"პაციენტი მოყვანილია შემთხვევის ადგილიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. შემოსვლისას გამოხატული იყო ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულ-მკერდის არეში და წელის მიდამოში. იმყოფება საოპერაციო ბლოკში და მიმდინარეობს ოპერაცია. 4 ჭრილობა აქვს, სავარაუდოდ, დანით მიყენებული. ჰემორაგიული შოკი აქვს, მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება. წინასწარ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვერ გეტყვით", - განაცხადა კონსტანტინე მუმლაძემ.

დაჭრილი მოზარდი, სავარაუდოდ, 15 წლისაა.


ავტორი: ნარიტა ჩხაიძე


რას ჰყვებიან თვითმხილველები რუსთაველზე 15 წლის მოზარდის დაჭრაზე?