loader

მოზარდის დაჭრის საქმეზე პოლიციაში თვითმხილველები გამოკითხეს - რას ჰყვება ერთ-ერთის მშობელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოზარდის დაჭრის საქმეზე პოლიციაში თვითმხილველები გამოკითხეს - რას ჰყვება ერთ-ერთის მშობელი

ძველი თბილისის მთაწმინდის რაიონულ პოლიციაში "თავისუფლების მოედნის" მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს მომხდარი დაჭრის თვითმხილველთა ნაწილი გამოკითხეს. მათი უმეტესობა არასრულწლოვანია.

როგორც "პალიტრავიდეოსთან" საუბრისას არასრულწლოვანთა მშობლები აცხადებენ, მათი შვილები შემთხვევის დროს ბაღში იმყოფებოდნენ და სამართალდამცველები მომხდარით დაინტერესდნენ.

რაიონული პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე ასევე დაბარებული იყვნენ დაჭრილი მოზარდის თანაკლასელები და სკოლელები. მათი ნაწილის გამოიკითხვა დღეს ვერ მოხერხდა და, სავარაუდოდ, სამართალდამცველები პროცედურას ხვალიდან გააგრძელებენ. პოლიციის შენობაში დაახლოებით 20-მდე პირი იმყოფებოდა.

თბილისში, მეტროს სადგურ "თავისუფლების მოედანთან" მოზარდი დღეს დაჭრეს. მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით 4 ჭრილობა აქვს მიყენებული. ახალგაზრდას ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამდ რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძმეა და შოკის საწინააღმდეგო თერაპია უტარდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.

ავტორი: ნიკა საჯაია