loader

გიორგი გახარია - შს სამინისტროში კრიმინალური პოლიციის რეფორმა განხორციელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი გახარია - შს სამინისტროში კრიმინალური პოლიციის რეფორმა განხორციელდება

შინაგან საქმეთა სამინისტროში კრიმინალური პოლიციის რეფორმა განხორციელდება. რეფორმის ძირითად მიმართულებებზე შს მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, რეფორმა დიდი ხანია მომწიფებულია.

"რაც შეეხება კრიმინალური პოლიციის რეფორმირებას, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ორგანიზებული დანაშაული არის ძირითადი გამოწვევა ჩვენ წინაშე. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ შემორჩენილია ქურდული მენტალიტეტის მატარებელი პიროვნებები. ამიტომ ვთვლით, რომ კრიმინალური პოლიცია უნდა იყოს უფრო ეფექტური და უფრო სწრაფად უნდა რეაგირებდეს იმ გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას. ეს რეფორმა უკვე დიდი ხანია მომწიფდა და ამ რეფორმის ძირითადი მიმართულება იქნება სტრუქტურული მიმართულება", - განაცხადა გახარიამ.