loader

უბინაოდ დარჩენილმა დევნილმა, რომელიც ონკოლოგიური ავადმყოფია, გორის ადმინისტრაციულ შენობაში ვენები გადაიჭრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უბინაოდ დარჩენილმა დევნილმა, რომელიც ონკოლოგიური ავადმყოფია, გორის ადმინისტრაციულ შენობაში ვენები გადაიჭრა

უბინაოდ დარჩენილმა ერთ-ერთმა დევნილმა გორის ადმინისტრაციულ შენობაში ვენები გადაიჭრა. ახალგაზრდა მამაკაცს პირველადი დახმარება ადმინისტრაციის შენობის დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა აღმოუჩინეს და სასწარფო დახმარება გამოიძახეს. დაშავებული სტაციონარში გადაიყვანეს.

დაზარალებულის განცხადებით, თვითდაზიანება პროტესტის ნიშნად მიიყენა. ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია და ამჟამად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში, ერთ-ერთ ამორტიზებულ სახლში ცხოვრობს. გამხუაშვილის მეუღლის განცხადებით, დაშავებული ონკოლოგიური ავადმყოფია და ქიმიის კურსი უტარდება. მისივე თქმით, თავადაც ეპილეფსიითაა დაავადებული. ოჯახს ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს, რომელთაგან ერთ-ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა.


ავტორი: ია თინიკაშვილი


"წამლისა და საჭმლის ფული არ აქვთ" - დევნილები გორის ადმინისტრაციულ შენობაში შეიჭრნენ