loader

კადრები პანკისის ხეობიდან, სადაც სპეცოპერაციის დროს სამი პირი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები პანკისის ხეობიდან, სადაც სპეცოპერაციის დროს სამი პირი დააკავეს

პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია დასრულდა. როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, დილის 04:00 საათიდან სოფელ ომალოსა და დუისში სპეცოპერაციას 50-ზე მეტი სპეცრაზმელი ატარებდა. შედეგად, სამი ადგილობრივი დააკავეს.

წინასწარი ინფორმაციით, ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 22 ნოემბერს ჩატარებულ კონტრტერორისტულ ოპერაციას უკავშირდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ”ინტერპრესნიუსს“ უდასტურებს, რომ პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს, თუმცა დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობს.

ოფიციალური ინფორმაციით, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს ახმედ ჩატაევი და კიდევ ორი ადამიანი იქნა ლიკვიდირებული, ხოლო ერთი დაკავებულია.




ავტორი: ნათია წითელაური