loader

ჯგუფური ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით დანაშაულებრივი დაჯგუფების ხუთი წევრი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯგუფური ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით დანაშაულებრივი დაჯგუფების ხუთი წევრი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯგუფური ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით დანაშაულებრივი დაჯგუფების ხუთი წევრი დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფური ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით, დანაშაულებრივი დაჯგუფების 5 წევრი: 1965 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჯ.ბ., 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.ბ., 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ქ., 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ჯ. და 1991 წელს დაბადებული უ.ე. თბილისში დააკავეს. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.