loader

მძინარე 19 წლის ბავშვს შუბლში რომ ტყვიას ესვრი, ეს არ არის ნორმალური - პანკისის ხეობის უხუცესთა კავშირის თავმჯდომარე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძინარე 19 წლის ბავშვს შუბლში რომ ტყვიას ესვრი, ეს არ არის ნორმალური - პანკისის ხეობის უხუცესთა კავშირის თავმჯდომარე

სოფელ დუისში უხუცესთა საბჭოს წევრები იკრიბებიან. საბჭო გეგმავს, პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ხელისუფლებას განცხადებით მიმართოს.

"ჩვენ დღეს გავავრცელებთ მიმართვას, რომ შეწყდეს ამგვარი მოქმედება. სპეცოპერაცია გასაგებია, მაგრამ მძინარე 19 წლის ბავშვს შუბლში რომ ტყვიას ესვრი, ეს არ არის ნორმალური. ასევე ოჯახებში, სადაც შევიდნენ, იქ ცხოვრობენ ბავშვები და ქალები. ეს არ არის ნორმალური. თუ რომელიმე ადგილობრივი დამნაშავეა, მოხდეს მისი დაკავება კანონის ფარგლებში, ძალის გამოყენების გარეშე", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" უხუცესთა კავშირის თავმჯდომარე ზელიმხან წუწაშვილმა.


ავტორი: ნათია წითელაური