loader

ქუჩები, სადაც სამარშრუტო ტაქსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქუჩები, სადაც სამარშრუტო ტაქსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან

თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის ინფორმაციით, დედაქალაქის 14 ქუჩაზე ყვითელი სამარშრუტო ტაქსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან. ამის შესახებ მაია ბითაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საპილოტე პროექტი 2018 წლის თებერვლის ბოლოდან დაიწყება და წლის განმავლობაში მთელი თბილისის მასშტაბით ამოქმედდება.

მისივე ინფორმაციით, საპილოტე პროექტი თავდაპირველად შემდეგ ქუჩებზე განხორციელდება:

1. მერაბ კოსტავას ქუჩა
2. ვაჟა-ფშაველას გამზირი
3. შოთა რუსთაველის გამზირი
4. პეტრე მელიქიშვილის ქუჩა
5. ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი
6. ვახტანგ გორგასლის ქუჩა
7. დავით აღმაშენებლის ხეივანი
8. დავით აღმაშენებლის გამზირი
9. ილია ჭავჭავაძის გამზირი
10. ჟიული შარტავას ქუჩა
11. პეკინის ქუჩა
12. მარშალ გელოვანის გამზირი
13. ჯორჯ ბუშის ქუჩა
14. კახეთის გზატკეცილი