loader

"წამლები გაუკეთეს და ცოტა ხანში სუნთქვა ვეღარ შეძლო" - 2 წლის ბავშვის გარდაცვალებაში ოჯახი კლინიკას ადანაშაულებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წამლები გაუკეთეს და ცოტა ხანში სუნთქვა ვეღარ შეძლო" - 2 წლის ბავშვის გარდაცვალებაში ოჯახი კლინიკას ადანაშაულებს

2 წლის საბა ჟორჟოლიანის გარდაცვალებაში ოჯახი "გლობალმედის" მედპერსონალს ადანაშაულებს. კლინიკაში ბავშვი პარასკევს პნევმონიის დიაგნოზით მიიყვანეს, შაბათს კი, მდგომარეობის გართულების შემდეგ, მცირეწლოვანი სხვა კლინიკაში გადაამისამართეს.

ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ბავშვის გარდაცვალების მიზეზი მედიკამენტების გადაჭარბებული დოზა გახდა და მკურნალი ექიმისათვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ. მომხდართან დაკავშირებით კლინიკაში კომენტარს არ აკეთებენ.