loader

1-ლი იანვრიდან თბილისის მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი გაძვირდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

1-ლი იანვრიდან თბილისის მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი გაძვირდება

თბილისში მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი გაძვირდა. გამრიცხველიანებული აბონტებისთვის დაახლოებით 6 თეთრით, ხოლო გაუმრიცხველიანებლისთვის 1 სულზე დაახლოებით, 75 თეთრით იზრდება. რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო სექტორს, ამ შემთხვევაში წყლის ტარიფი მცირედით, დაახლოებით, 2 თეთრით იკლებს.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, მრიცხველის მქონე მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი იქნება 0.329 ლარი, უმრიცხველო მოხმარებისას - 1 სულზე 3.89 ლარი, არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის 4.40 ლარი. აღნიშნული პროექტი სემეკის სხდომაზე დაამტკიცეს. ტარიფები ძალაში 2018 წლის 1-ლი იანვრიდან შევა და 2020 წლის ბოლომდე იქნება.


თბილისში ელექტროენერგიის საფასური გაიზარდა