loader

მშენებლობაზე დაშავებული ორი მუშა ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მშენებლობაზე დაშავებული ორი მუშა ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს

თბილისში, კოსმონავტების 45 ა-ში მიმდინარე მშენებლობაზე დაშავებული ორი მუშა ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მშენებარე ობიექტის გვერდით მდებარე კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე თინათინ ელეფტერიადუმ განუცხადა, მშენებლობაზე ბეტონის კონსტრუქციის შუა ნაწილი ჩამოინგრა და ორი მუშა მოიყოლა.

მისი ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა და დაშავებული მამაკაცები სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.


ავტორი: თიკო ჯაფარიძე